Tuesday, October 13, 2015

ჩემი ხატია სამშობლო

სასწავლო პროექტი   

 

               „ჩემი   ხატია  სამშობლო    

 

                                პროექტის     ხელ-ლი :

                                            ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა  

                                                                                  2015-2016 სასწ.წელი

 

         

        სასწავლო პროექტი

           როლური თამაშებით

              „ჩემი   ხატია  სამშობლო“


   პროექტის სახელწოდება  „ჩემი ხატია  სამშობლო“

1. პროექტის მთავარი იდეა (თემა) აკაკი წერეთლის შემოქმედების მნიშვნელობა მოზარდი თაობისათვის.
2.პროექტის აქტუალობა: აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისა და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე.

3. პროექტის მიზნებ: როლური თამაშით მოსწავლეებმა უკეთესად გაიაზრონ და გაითავისონ აკ. წერეთლის შემოქმედების არსი, ჩაწვდნენ ძირითად ღირებულებებს.
·         განუვითარდეთ სოციალური პასუხისმგებლობის უნარი.
·         ისტ-ის დახმარებით შეაგროვონ მონაცემები დასახული მიზნის მისაღწევად.


4. სტანდარტთან შესაბამისობა

. VII. 6.   მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალური ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
·         აუდიტორიის წინაშე გამოსვლემდე გადის რეპეტიციას;
·         პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის
·         ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით.

 VII 11.   მოსწავლეს შეუძლია  წერილობითი ტექსტების  შექმნა სხვადასხვა მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         წერს საინფორმაციო წერილს სკოლის გაზეთისათვის, იცავს ამ ტიპის ტექსტისათვის დამახასიათებელ სტილსა და ფორმას;
·         წერს სარეკლამო ტექსტს (თანაკლასელების მიერ შექმნილ სახვითი და გამოყენებითი ნიმუშებისთვის, ვიდეორგოლებისთვის, ფოტოგამოფენისთვის, სასკოლო ღონისძიებისთვის და სხვ);
·         წერს სარეკლამო ტექსტს სხვადასხვა აუდიტორიისათვის (მაგალითად, ბავშვებისა და დიდებისათვის).

    ქართ.VIII . 1     მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისით წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშების და ა.შ) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას (კლასს);
·         კონკრეტული აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის შესაბამის ტიპს (მაგ.როლურ ტექსტს, თხრობას, კამათს და ა,შ);
ქართ. VIII.4  მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად,
·         აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ , ელექტრონულ , მუსიკალურ და ა.შ) მასალას.
ქართ. IX.2  მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.


შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         დრამატული მონოლოგის ან როლური ტექსტის სახით წარმოადგენს განსხვავებული თვალსაზრისით მისეულ ინტერპრეტაციას
 ქართ.IX.6  მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისით შემცვლელი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
·         ახდენს სხვადასხვა სახის ტესტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
·         აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის, აღწერილი მოვლენების მიმართ
·         წერს მინი-რეპორტაჟს სასკოლო ღონისძიების შესახებ;
·         წერს მიმოხილვითი ხასიათის სტატიას სკოლის გაზეთისათვის, რომელშიც აყალიბებს განსხვავებულ თვალსაზრისებს.
ქართ. X.5 მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

·         ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას , ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
·         ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე , გადის რეპეტიციას.

ქართ.XI  7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
     
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

·         აკავშირებს ლექსის რიტმულ ფორმას ემოციურ ინტონაციასთან;
·         ამოიცნობს რითმისა და რიტმის ფუნქციას ბგერწერითი ეფექტისა და ლექსის განწყობის შესაქმნელად.

ქართ. XI 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         მონიშნავს ნაწარმოებში ეპოქისათვის დამახასითებელ ლექსიკას და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელ პასაჟებს.
ქართ.XI. 12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის არამხატვრული ტექსტების შეთხზვა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         წერს ჩატარებული სამუშაოს (მაგ. პროექტის, ღონისძიების,პრეზენტაციის და სხვ.) ანგარიშს;
·         წერს სასწავლო ღონისძიებების ოქმებს სათანადო სქემებისა და სტანდარტის გამოყენებით.
ქართ.XII. 1.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·      ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·      მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს ორიექტის მიზანს.

                        ქართ.XII.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         გადის რეპეტიციას მეგობრების, ოჯახის წევრების ან სარკის წინ(ინიშნავს დროს, ვარჯიშობს მახვილისა და ინტონაციის მიმიკის მოდივიცირებაში).
                        ქართ.XII 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ეფექტურად იყენებს კომპიუტერულ საძიებო სისტემებს და პროგრამებს ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გრაფიკული ორგანიზების მიზნით.

5. მოსწავლეთა ასაკი  VII-VIII-IX-X-XI-XII კლასები;  12/17 წელი

6.  ხანგრძლივობა: 1 თვე/თვენახევარი (28 სექტემბრიდან  12 ნოემბრამდე 2015 ).

7.  პროექტის მსვლელობა. ძირითადი აქტივობები:

        ა)კლასები დავაწყვილეთ, თითოეული წყვილი თითო ჯგუფად წარმოვადგინეთ და გავაცანით პროექტის მიზნები და ამოცანები.
        ბ) ჯგუფებს მივეცით შესაბამისი დავალებები:

I ჯგუფი- აკ.წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილი კედლის გაზეთის მზადება

II ჯგუფი-ვიდეო მასალის, ფოროებისა და სცენარისათვის მხატვრული მასალის ამოკრებვა.

III ჯგუფი- მუსიკალური და მხატვრული მხარის მოგვარება.

8.ძირითადი რესურსები:  აკ. წერეთელი, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, თბ. 1988წ, ქართული პროზა, ტ.9, თბ. 1985წ; ქართული მწერლობა, ტ.11, თბ.1996წ; აკაკის სამრეკლო, თბ. 1990 წ: კომპიუტერი, ინტერნეტიდან ამოღებული მასალები, პროექტები, ციფრული ფოტო-აპარატი, აუდიო ჩამწერი, ჩონგური, გიტარა, ფართოფორმატიანი ქაღალდი, ფოტო-მასალის დაბეჭდვა, ჭიკარტები, მარკერები, აბრეშუმის ლენტი, წებო, კოსტიუმები, დეკორაციისათვის საჭირო მასალები. ფინანსური მხარდაჭერა და უზრუნველყოფა მოსწავლეთა მშობლებისა და პედაგოგთა მიერ.

9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში დამოკიდებული კრიტიკული აზროვნებისა და თვითშემოქმედების უნარ-ჩვევების განვითარება, კედლის გაზეთის გაკეთება, ვიდეოკოლაჟის შექმნა.


 10.  საგნებთან/  ესგ კავშირიისტორია, გეოგრაფია, მუსიკა,ხელოვნება



11.პროექტის ხელმძღვანელიქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა. პედაგოგები: ნინო ტალაბაძე, ლიანა პატარიძე, ნატო ფახურიძე-ჩიქოვანი,

12.მასწავლებლის ელ. ფოსტა: ninotalabadze@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: ninotalabadze11.blogspot.com

                                                            ვიდეო მასალა
                                                            ვიდეო მასალა





No comments:

Post a Comment